მსურველებს ცალკე აუზში დელფინებთან ცურვის ანუ ინტერაქტივის შესაძლებლობაც ეძლევათ.

დელფინებთან ინტერაქტივის ხანგრძლივობა - 15 წთ.

ღირებულება:

3–დან 16 წლამდე – 100 ლარი, 16 და ზემოთ – 150 ლარი,
დამატებითი ინფორმაციისათვის და წინასწარ ჩაწერისათვის მსურველებმა დარეკეთ ჩვენს კონსულტანტთან

10:00-დან 20:00-მდე +995 595 33 58 61

ინტერაქტივამდე და ინტერაქტივის მსვლელობისას გასათვალისწინებელი წესები.

არ დაიშვებიან:

• 3 წლამდე ასაკის ბავშვები;

• ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირები;

• დერმატოლოგიური პრობლემების მქონე პირები;

• მანდილოსნები კრიტიკული დღეების პერიოდში.

1. 14 წლამდე ინტერაქტივის მსურველთან ერთად აუზთან დაიშვება მხოლოდ ორი თანმხლები პირი, ხოლო 14 წლის ზემოთ - ერთი თანმხლები (ფოტო/ვიდეო გადაღება    უფასოა). ინტერაქტივის მსვლელობისას თანმხლებმა პირებმა დაიცვან დისტანცია აუზთან და მაქსიმალურად ერიდონ აუზში მყოფ ადამიანთან კონტაქტს, ვინაიდან    ინტერაქტივისას აუზში მყოფი ადამიანი ყურადღებით უნდა უსმენდეს მხოლოდ ტრენერს. აკრძალულია თანმხლები პირების ინტერაქტივის აუზის გარდა სხვა ტერიტორებზე  გადაადგილება.

2.  აუზში ჩასვლამდე:

      - მოიხსენით აქსესუარები (სამკაული, თმის სამაგრი, სამაჯური და ა. შ.);

      - მიიღეთ შხაპი;

      - დაიმუშავეთ ხელები ანტიბაქტერიული ხსნარით.

3.  პატარებს უზრუნველვყოფთ საცურაო ჟილეტებით.

4.  აუზთან მისვლამდე, გთხოვთ, ნუ შეეხებით სხვა დანარჩენ ნივთებს. ნუ შეჩერდებით სხვა აუზებთან. იმოქმედეთ მხოლოდ ინსტრუქტორის მითითებების შესაბამისად.

5.  აუზში ყოფნისას მაქსიმალურად მოერიდეთ დელფინის თვალებსა და სასუნთქ ხვრელზე შეხებას.

0
0
0
s2sdefault