დელფინების სადემონსტრაციო პროგრამა – ეს არის შოუს ელემენტებით გაჯერებული შემეცნებითი სანახაობა, რომელიც იმართება ნებისმიერ ამინდში. შოუ, რომელშიც ამჟამად 8 დელფინი მონაწილეობს, სამენოვანია (ქართული, ინგლისური და რუსული). ის ფაქტი, რომ პუბლიკა დელფინარიუმს პოზიტიურად დამუხტული ემოციით ტოვებს კაკოს, მონიკას, ზოროს, მაიას, ბელუჩის, ნინის, ციცის და მისი ქალიშვილის ოლიმპიას დამსახურებაა. წარმოდგენილია 30-მდე ნომერი: სამი ცეკვა, რგოლებითა და ბურთებით თამაში, კუდზე ბალანსი, დაუვიწყარი Foot Push-ი და მრავალი სხვა ახალი და ძველი შთამბეჭდავი მომენტი.

დელფინარიუმის ამფითეატრი შედგება 4 სექტორისაგან და გათვლილია 795 მაყურებელზე. ინფრასტრუქტურაში შედის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურება პანდუსითა და ლიფტებით.

0
0
0
s2sdefault