დელფინარიუმი თანამედროვე დიზაინის არქიტექტურული შენობაა, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. აქ იხილავთ აფალინას სახეობის დელფინებსა და ზღვის ლომებს;

სადემონსტრაციო აქვარიუმში წარმოდგენილია შავი ზღვისა და სხვადასხვა მდინარის დეკორატიული და იშვიათი სახეობის თევზები;

კვლევითი ცენტრის ძირითადი მიზანი ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცეში მნიშვნელოვანი ადგილის მოპოვებაა. ეს გულისხმობს შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის კვლევას, სტუდენტებისათვის სასწავლოკვლევითი ბაზის გაუმჯობესებასა და სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებაში ხელშეწყობას. ჩვენი მიმდინარე პროექტებია:

• შავი ზღვის ძუძუმწოვრების რეაბილიტაცია;

• ზღვის ძუძუმწოვართა რეპროდუქციული პროგრამა;

• დელფინებთან ცურვა, რომელიც მოიცავს დელფინებთან ცურვის პროგრამასა და უნარშეზღუდული ბავშვების ნატუროფსიქოთერაპიას დელფინების მონაწილეობით;

• ფეხფარფლიანთა საგანმანათლებლო-შემეცნებითი შოუ;

• დელფინების საგანმანათლებლო-შემეცნებითი შოუ.

ზღვის ძუძუმწოვრების სარეაბილიტაციო ცენტრის მნიშვნელობა დიდია, რადგანაც ამ ობიექტის ძირითადი დანიშნულება გამორიყული და გასაჭირში ჩავარდნილი შავი ზღვის დელფინების გადარჩენა, რეაბილიტაცია და ამ მიმართულებით მოსწავლე-ახალგაზრდობის ეკოლოგიურ-ბიოლოგიური განათლებისთვის ზრუნვაა. ცენტრი მზად არის შავი ზღვის სანაპიროზე დელფინების გამორიყვის შემთხვევაში საკუთარი სახსრებითა და საშუალებებით განახორციელოს გამორიყული დელფინების ტრანსპორტირება ცენტრში. ასევე, საჭიროების შემთხვევაში აღმოუჩინოს მათ კვალიფიციური ვეტერინარული დახმარება და მოახდინოს გამორიყულთა რეაბილიტაცია. შპს თანამშრომლობს ილიასა და რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტებთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს შავი ზღვის მონიტორინგის ცენტრთან, თბილისის ზოოპარკსა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან. „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი ცენტრიაქტიურად მონაწილეობს სტუდენტების საკურსო, სადიპლომო და სხვა სამეცნიერო კვლევითი სამუშაოების შესრულებაშიც. დელფინარიუმი აღჭურვილია წყლის ქიმიური და ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიებით, ვეტერინარული და კლინიკურ-ბიოქიმიური კვლევისათვის საჭირო ულტრათანამედროვე ხელსაწყო დანადგარებით. ცენტრს ემსახურება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები, რომელთაც ზღვის ძუძუმწოვრების ნოოგენურ გარემოში მოვლა-შენახვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

შპსშავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელ სამეცნიერო-კვლევით ცენტრი ახორციელებს ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოსა და საერთაშორისო მოქმედი კანონმდებლობით.

0
0
0
s2sdefault