warshava

ტურისტებისათვის ყველაზე მიმზიდველი ადგილი - ბათუმის დელფინარიუმი, ვარშავაში გამართულ ტურისტულ გამოფენაზე მორიგი წარმატებით წარსდგა. პოლონეთის ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული ფორუმი TT Warsaw 25-დან 28 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.

რიგით 23-ე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთან ერთად ამ სფეროში მოღვაწე სხვადასხვა კომპანია იყო წარდგენილი, მათ შორის ბათუმის „6 მაისის პარკი“.
TT Warsaw-2015 1000 კვ/მ-ზე განტავსებულ 2 საგამოფენო პავილიონში ჩატარდა, რომელშიც საკუთარი სტენდი 500-ზე მეტმა მონაწილემ წარმოადგინა. გამოფენაზე 60 ქვეყნის 30 000-მდე ვიზიტორი დაფიქსირდა.
სტუმართა განსაკუთრებული ინტერესი ზოგადად პარკმა და მის ტერიტორიაზე განთავსებულმა შემეცნებით–გასართობმა ობიექტებმა: დელფინარიუმმა, აკვარიუმმა, ზოოკუთხემ, საბავშვო ატრაქციონებმა და ტბაზე ნავით გასეირნების შესაძლებლობამ გამოიწვია.
რატომ იყო კონკრეტულად ამ ღონისძიებაში მონაწილეობა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება საკუთარი თავის პრომოუშენისთვის?
ვინაიდან TT Warsaw - ეს შანსია:
•დავაინტერესოთ და მოვიზიდოთ ახალი ვიზიტორები,
•განვამტკიცოთ ამ სფეროში მოღვაწე კომპანიებთან უკვე არსებული ურთიერთობები,
•პოტენციალის წარმოჩენისა და ბრენდის პრომოუტირებისათვის,
•საკუთარი პროდუქტებისა და სერვისის უშუალოდ წარდგენისათვის,
•ტურ-ოპერატორებთან და ტურ-სააგენტოებთან პირდაპირი კონტაქტის დამყარებისათვის,
•დროის ეფექტური გამოყენებით გავეცნოთ არა მხოლოდ ტურიზმის ინდუსტრიაში მოქმედ და წამყვან ორგანიზაციებს, არამედ შევთავაზოთ საკუთარი სერვისი ადამიანებს, რომლებიც დამოუკიდებლად გეგმავენ საქართველოს სტუმრობას და რომელთათვისაც მოგზაურობა საინტერესოა წელიწადის ნებისმიერ დროს.
„6 მაისის პარკი“, მიზნობრივი აუდიტორიის გათვალისწინებით, ყოველწლიურად მონაწილეობს საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ გამართულ ტურისტულ ფორუმებში. პოლონეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოლონელი ტურისტების რიცხვი 30%-ზე მეტით გაიზარდა. სწორედ ამით იყო განპირობებული ჩვენი ამ ექსპოზიციაში მონაწილეობის სურვილი, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საერთაშორისო კავშირების დამყარებასა და, ზოგადად „6 მაისის პარკის“ ტურისტული სერვისების გაძლიერებაში.
ამიტომაც, საკუთარი სერვისების წარმოსაჩენად, პარკის ადმინისტრაცია ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობის შანსს, რეგულარულად იყენებს.

0
0
0
s2sdefault