თანამშრომლების ძალისხმევით, არაერთი ლეგენდისა თუ ზღაპრის, ანიმაციური ფილმების პოპულარული გმირი, “თევზი სარკე” ანუ ვერცხლისფერი მეტინისი, ბათუმის აკვარიუმის ბინადართა რიცხვს შეემატა.

თანამშრომლების ძალისხმევით, არაერთი ლეგენდისა თუ ზღაპრის, ანიმაციური ფილმების პოპულარული გმირი, “თევზი სარკე” ანუ ვერცხლისფერი მეტინისი, ბათუმის აკვარიუმის ბინადართა რიცხვს შეემატა.
ეგზოტიკური თევზების ეს სახეობა გავრცელებულია სამხრეთ ამერიკის მდინარეებში, გააჩნია მრგვალი, დისკოსმაგვარი ფორმა. სხეულის ზომა არ აღემატება 15 სმ-ს, მამრები ოდნავ ნაკლები. სქესობრივი დიმორფიზმი რთულადაა გამოხატული. მიეკუთვნება ჯგუფური თევზების რიცხვს.
IMG 7901
აკვარიუმში უნდა ვიყოლიოთ არანაკლებ 5 ერთეულისა. არ მიეკუთვნება მტაცებელი თევზების ჯგუფს. საკვების რაციონის 70-80%-ს მცენარეები წარმოადგენს. მოითხოვს შედარებით დიდ აკვარიუმს, 250 ლ-დან. მშიშარა თევზია, ამიტომ აკვარიუმში უნდა ქონდეს დასამალი ადგილი. უყვარს სუფთა წყალი, აუცილებელია აკვარიუმი კარგი ფილტრაციით. ტემპერატურა 24-28°. მათი გამრავლება ძალიან რთულია, მიეკუთვნება პრობლემური თევზების რიცხვს. საჭიროა წყლის პარამეტრების მკაცრი დაცვა. წყალი მახასიათებლებით უნდა იყოს მდინარე ამაზონის იდენტური. ამასთან მხოლოდ კარგი კვების პირობებშია შესაძლებელი ლიფსიტების სწრაფი ზრდა.

0
0
0
s2sdefault