62477622 2808042159269745 4108333847249158144 o

 

დელფინარიუმის მწვრთნელები: ეკატერინე წეროძე და ანა ჩულკოვა, ბათუმის ბულვარში, ოკეანის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, შემეცნებით-საგანმანათლებლო პრეზენტაციით წარსდგნენ.

 

8 ივნისი - ოკეანის მსოფლიო დღეა. ბათუმის ბულვარში ეს თარიღი წელს პირველად აღინიშნა. ზღვებისა და ოკეანეების დაცვის კუთხით, ცნობიერების ამაღლების მიზნით, ბულვარის ადმინისტრაციის მიერ მოწვეულმა სპეციალისტებმა, სკოლის მოსწავლეებისთვის ზღვის თემატიკაზე შემეცნებით პრეზენტაციები ჩაატარეს.

 

როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია დელფინების შესახებ გამართულმა აქტიურმა დიალოგმა, რომელსაც წარუძღვნენ ბათუმის დელფინარიუმის მწვრთნელები. ეკატერინე წეროძემ და ანა ჩულკოვამ პატარებს ოკეანისა და ბინადარი ძუძუმწოვრების შესახებ, საინტერესო და ახალი ფაქტები უამბეს. ძირითადი აქცენტები ასევე ეკოლოგიაზე და ადამიანის როლზე გარემოს დაცვით საკითხებში გაკეთდა.

 

ბულვარის ღია სივრცეში მოწყობილ შეხვედრას ინტერაქტიული ხასიათი ჰქონდა, მოსწავლეები ჩართულები იყვნენ დისკუსიებში.

 

0
0
0
s2sdefault